სენატორი შუმერი ტრამპს უპირისპირდება რუს ოლიგარქ დერიპასკას გამო
„შესაბამისი კომიტეტის მაღალჩინოსან წევრებთან და ჩემ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება არის შეცდომა და საკმარისი ხარისხითარ უზრუნველყოფსდერიპასკას კონტროლის შეზღუდვას ამ კომპანიებზე. შესაბამისად სენატი უნდა მოძრაობდეს იქით, რომ შეიზღუდოს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ეს მცდარი ძალისხმევა და შენარჩუნდეს ეს სანქციები“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა 13 იანვარს ნიუ-იორკში.
აშშ-ი კონგრესი სწავლობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შერბილებას კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, დერიპასკას კონტროლის ქვე მყოფი სამი კომპანიის Rusal, EN+ და JSC EuroSibEnergo-ს მიმართ.