ლატვიაში საარქივო მასალებით გამოვლინდა ყოფილი და ახალი მაღალჩინოსნების კგბ-სთან კავშირი
„მხოლოდ სასამართლოს შეუძლია სრულყოფილი გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, ნამდვილად თანამშრომლობდნენ თუ არა ეს პირები კგბ-სთან“, - განაცხადა ეროვნული არქივის დირექტორმა, მარა სპრუდზამ.
საბჭოთა პერიოდში, 1953-დან 1992 წლებამდე, კგბ-მ შეძლო თანშმრომლად და აგენტად ექცია 24 ათასი ლატვიელი.
სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის შემდეგ ლატვიამ შეძლო განადგურებისაგან გადაერჩინა საბჭოთა უშიშროების არქივი. მასში სხვა მრავალს შორის აღმოჩნდა ივარ გოდმანისი, რომელსაც ორჯერ ეკავა ლატვიის პრემიერ-მინისტრის პოსტი და ასევე უზენაესი სასამართლსო ამჟამინდელი თავმჯდომარე ივარს ბიკოვიჩსი. ეროვნული არქივი შემდეგი ციფრული დოკუმენტების გამოქვეყნებას იანვარში გეგმავს.