გიორგი გახარია: ჩვენ აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის
„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ისე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.