Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ქალთა მოძრაობა" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას გამართავს დიმიტრი გაბუნიას მოხსნის მოთხოვნით

"ქალთა მოძრაობა" 22 დეკემბერს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციას გამართავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას მოხსნის მოთხოვნით სლოგანით: "გადმოდი ქალების მხარეს!".


როგორც „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმამოხსნას მის მიერ დანიშნული საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, „ვინაიდან დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას“.„ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას მის მიერ დანიშნული საპრლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ვინაიდან დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას და შანტაჟად მოიხსენიებდა ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის. კერძოდ, ის აცხადებდა: "ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია." ის, რაც დიმიტრი გაბუნიას პირად კომუნიკაციად და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სექსუალური შევიწროებად შეფასდა სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეში დევდარიანის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანი არ უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას.

"ქალთა მოძრაობამ" წინასაარჩევნო პერიოდშიც მოიწვია სალომე ზურაბიშვილი საჯარო დებატზე, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატთან კომუნიკაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 

ჩვენ კვლავ მოვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას და მოვუწოდებთ მას: "გადმოდი ქალების მხარეს!“, ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აქციის მონაწილეები რეზიდენციასთან გამართავენ პერფორმანსს წითელი ლენტით, რადგან მათ თქმით კამპანია #metoo-ს ერაში სწორედ სექსუალური შევიწროების პრობლემაზე გადის წითელი ხაზი. აქციის მონაწილეებს ექნებათგულსამაგრები წარწერით #მეც, რომელსაც წითელ ლენტთან ერთად პრეზიდენტისთვის გადასაცემად ადმინისტრაციაში დატოვებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus