Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რომან გოცირიძე: მმართველმა პარტიამ ოპოზიციას დაასწრო მწვავე კითხვების დასმა

„ბატონო გიორგი, თქვენ ეხლა დაინახეთ ძალიან თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა უმრავლესობის, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თურმე დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა, რაც კი არსებობს თქვენს მიმართ და ხელისუფლების მიმართ,“- უთხრა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. რომან გოცირიძის თქმით,  გიორგი გახარიამ ქვეყანაში ჩადენილი ლამის ყველა დანაშაულის შესახებ უმრავლესობისგან მოისმინა:


„ ეს ადამიანები ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც ესენი აფარებდნენ დანაშაულს ხელს და ხელს გვიშლიდნენ თუნდაც იგივე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, როგორიც იყო აფგან მუხთარლის საქმე, როგორიც იყო ჩატაევის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც შემდეგ პირდაპირ ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგნი,რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებებს და ეხლა დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით.“-აღნიშნა რომან გოცირიძემ, რომლის შეფასებითაც უმრავლესობის ტაქტიკაში ამის მიუხედავად ვერ ჩაჯდა  შეკითხვა იმის შესახებ, რატომ  იდგა არჩევნებზე პოლიცია კრიმინალების გვერდით:  


„ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია ,პატრული გვერდით, სულ ხუთიოდე მეტრის დაშორებით პირადად ჩემს საარჩევნო უბანში იდგა ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად. მსხვილფეხა კრიმინალები შემდეგ ტელეფონის ხაზით მართავდნენ  საზღვარგარეთიდან -ქურდები და მოქურდო ელემენტები. ისინი მართავდნენ საქართველოში საარჩევნო პროცესს და მათ  გვერდით იყვნენ  სწორედ თქვენი უწყების წარმომადგენლები. გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“-ჰკითხა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას. პარლამენტში საანგარიშოდ მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისათვის დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ, რასაც მისი პასუხები მოჰყვება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus