Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თანამდებობას ტოვებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა ტრამპისას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი თანამდებობას დატოვებს მომავალი წლის დასაწყისში, გადადგომის შესახებ წერილში ის ამბობს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისას, მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის თვალსაზრისით. მეტისის განცხადებები გავრცელდა 20 დეკემბერს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილით, რომელიც გასაჯაროვდა მალევე მას შემდეგ, რაც ტრამპმა ტვიტერით დაწერა, რომ მეტისი 2019 წლის თებერვლის ბოლოს გადადგება. მეტისის წასვლის შესახებ მყისიერად გამოთქვეს შეშფოთება აშშ-ის კანონმდებლებმა, როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. სენატის დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი წასვლა "ქაოსის" ნიშანია აშშ-ის ადმინისტრაციაში, ხოლო ნენსი პელოსიმ, რომელიც მალე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, თქვა, რომ ის "შეძრა" მეტისის გადადგომის წერილმა. მეტისის წასვლა ბოლო შემთხვევაა აშშ-ის ადმინისტრაციაში გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადებების ციკლში. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა გააოცა და გააბრაზა აშშ-ის ბევრი სამხედრო ლიდერი, კანონმდებელი და საერთაშორისო მოკავშირე განცხადებით, რომ სირიიდან სრულად გამოყავს აშშ-ის სამხედროები, რომლებიც იქ სირიელ არაბების და ქურთების კოალიციას ეხმარებიან "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ მეტისი და სხვა პირები, რომლებიც თვლიან, რომ ეს რუსეთს, ირანს და თურქეთს გამარჯვებას მოუტანს. 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus