Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სასწრაფო დახმარების ცენტრი: ბოლო კვირაში გამოძახებების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს სეზონური ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბერეკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ეკიპაჟს გრიპით დაავადებული პაციენტისთვის სიცხის დამწევი საშუალების მიცემა  და გართულების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შეუძლია. ოჯახის ექიმისთვის მიმართვის შემთხვევაში კი  ავადმყოფი მდგომარეობის დამძიმებას აიცილებს თავიდან, სასწრაფო დახმარებას კი გადაუდებელი შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალება ექნება.


ირაკლი ბერეკაშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლადაა გაზრდილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების რიცხვი:“ზოგადად რომ გითხრათ, წელიწადის სხვა დროებში საშუალო გამოძახებები არის 1500 დაახლოებით. ახლა დღის მდგომარეობით, 2000-საა გადაცილებული“-აღნიშნა ირაკლი ბერეკაშვილმა. მისი თქმით, გამოძახებების რიცხვის გაზრდა იწვევს გამოძახებებზე ბრიგადების დაგვიანებას  და მოსახლეობის უკმაყოფილებას:


„გრიპიანების საყვედურებიც მომატებულია, რაც გამოწვეულია ისევ და ისევ ზარების რაოდენობის მომატებით. 100-მდე ბრიგადა გვყავს თბილისის მასშტაბით, ყველა ბრიგადა დაკავებულია და ამასობაში მოლოდინის რეჟიმში დგას მისამართები. დღეის მდგომარეობით, ეს მისამართები პიკის საათებში შეიძლება იყოს 100-200, ჩვეულებრივ პერიოდში, როდესაც ვირუსი მომატებული არ არის,  „ჩაკიდულების“ იგივე მოლოდინის რეჟიმში მყოფი მისამართების რაოდენობა  შეიძლება  იყოს 0,  5 მისამართი, მაქსიმუმ 10. შესაბამისად სასწრაფომ შესაძლოა რაღაცა პერიოდი დაიგვიანოს. თუმცა პრიორიტეტულ მისამართებზე ხდება მყისიერი რეაგირება.“-გვითხრა  თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში გრიპის ეპიდსიტუაცია არ არის, ვინაიდან გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია. იგი მოქალაქეებს ურჩევს გრიპით ავადობის შემთხვევაში ექიმს მიმართონ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus