13-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ჩეხეთის ერთ-ერთ ქვანახშის მაღაროში, ხუთშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად. სახელმწიფო კომპანია OKD-ს ინფორმაციით, ინფორმაცია გამოიწვია 800 მეტრის სიღრმეში მდებარე შახტში მეთანის გაზი გაჟონვამ. ტრაგედია მოხდა პრაღიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კარვინის სიახლოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ხუთი მეშახტისა დაღუპვის შესახებ, 8 - დაკარგულად ითვლებოდა. კომპანიის ცნობით აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა პოლონელი მეშახტეები არიან. ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა idnes.cz-ს თანახმად, პოლონელია 11 დაღუპული მეშახტე, ორი კი - ჩეხი. შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.