Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შს სამინისტრო: გორში ექსპერიმენტი ჩატარდა იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე

შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განმარტებით, 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, ჩვენება მისცა 2004 წელს მომხდარ ამბავთან დაკავშირებითაც და შემდგომი საგამოძიებო პროცესები ამ ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს. ლაპარაკია 11 წლის ბიჭის 14 წლის წინ გაუჩინარების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გორის კულტურისა და დასვენების პარკში.   


„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე. მან მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი, ამოღებულ იქნა დოკუმენტური მასალა და ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახაბერ საბანაძემ.


2004 წლის 1 ნოემბერს, როდესაც 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი გაუჩინარდა, იაგო ნებიერიძე ბერძენიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე მუშაობდა. ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი მას მაშინ არ დაუდასტურდა და ნებიერიძემ სასჯელი ბერძენიშვილების ოჯახისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძემ კიდევ ერთი ყაჩაღობა ჩაიდინა. მოგვიანებით ამნისტიითა და პრეზიდენტის შეწყალებით მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და ციხე 2018 წლის თებერვალში დატოვა. სამართალდამცავებმა ის 26 ოქტომბერს 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით მიმდინარეობს.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus