იუსტიციის სამინისტროში მტკნარი ტყუილი უწოდეს პირადობის მოწმობების გაყალბებას
„ამას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო სიმართლესთან, ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს“ - უთხრა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, ჭეშმარიტების დადგენის საუკეთესო ფორმა და გზაა დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ანალიზი. „ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი რაშია პრობლემა, ასე განცხადების გაკეთება და ბრალის ჩამოკიდება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი შეფასებით, შეუძლებელია არსებობდეს იმის შანსი, რომ რეალური დასაყრდენი აქვს გუშინ გამოთქმულ ბრალდებებს.