Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას და სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ. „გვსურს, ყველა მტკიცებულება გაიხსნას და მერე მოხდეს მასზე მსჯელობა“ - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მარიამ კუბლაშვილმა. პრესკონფერენციის საფუძველი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ „კვირის პალიტრისთვის“ ახლახან მიცემული ინტერვიუ. ჩიმაკაძის განცხადებით, ხელყუმბარაზე აღმოჩენილია ბიოლოგიური მასალა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის იდენტურია, სატელეფონო მიმოწერების აღდგენით კი დადგინდა, რომ ის ტერორისტებს თანაუგრძნიბდა და გამოხატავდა მზადყოფნას მათ დასახმარებლად.


„მოვითხოვთ პროკურატურამ დაასრულოს გამოძიება, მიიღონ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მოვითხოვთ, პასუხი გაეცეს კითხვებს, მოხდა თუ არა, სპეცრაზმელის მიერ უფლებამოსილების გადამეტება, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს, ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და პირდაპირ გამოაცხადონ, რომ დანაშაული არ მომხდარა“ - თქვა მარიამ კუბლაშვილმა. მისივე თქმით, მოითხოვენ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისიაც, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე გამოიკვლევს.


ირაკლი ჩიმაკაძეს მხეციუწოდა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელმაც  კვლავ განაცხადა, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და ადგილზე მკვლელობის შემდეგ მიიტანეს. მალხაზ მაჩაიკაშვილის თქმით, თემირლანს რომ ხელლყუმბარა ჰქონოდა, ისიც სისხლიანი უნდა ყოფილიყო ტელეფონის და ყურსასმენების მსგავსად. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მკვლელობის დაფარვაში. 


პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი იყო დაკავება იმ პირებისა, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ვერსიით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის აფეთქების მცდელობის გამო ესროლა. თითქმის ერთი წელია საქმეს პროკურატურა იძიებს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus