Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ISFED: გამოვლინდა კამპანიის ხელშეშლისა და გაუმჭვირვალე შემოწირულობის პრობლემები  

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შუალედური ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინ დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას, ხოლო „სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცხყოფაც მიაყენეს.“


ასევე, შუალედური ანგარიშის მიხედვით ვლინდება პრობლემა სავარაუდო  შემოწირულობათა კანონის გვერდის ავლით განხორციელების ჭრილში. „მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5 საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მოძრაობის წევრებს გააჩნიათ საარჩევნო მიზნები, კერძოდ, იკვეთება პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის განზრახვა, რისთვისაც იყენებენ შესაბამის ფინანსურ რესურსებს და გასწევენ მომსახურებას, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერაში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.


 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.


საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში 21 ნოემბერს გამოაქვეყნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წარმოადგინა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus