გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
ფინალში გასვლამდე ქართველმა მოჭიდავემ რუსი ანზორ ხიზრიევი და ირანელი ფავრიზ ჰადი დაამარცხა.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მეორე ქართველი, ავთანდილ კენჭაძეც იბრძოდა. კენჭაძემ ფინალამდე აზერბაიჯანელ აბუბაქაროვს და თურქ სონერ დემირთაშს სძლია. ფინალში კი რუს ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა და ვერცლის მედალს დაეუფლა.