სალომე ზურაბიშვილი: დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი
”დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მე მგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი. ახლა უნდა დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე სახელმწიფო",- განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.