Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მაიკროსოფტი საუბრობს რუსეთის ჰაკერულ მცდელობებზე არჩევნების წინ

მაიკროსოფტი აცხადებს, რომ დაადგინა რუსეთის მხრიდან ახალი ჰაკერული მცდელობები, რომელთა სამიზნეა აშშ-ის პოლიტიკური ჯგუფები აშშ-ში ნოემბერში დანიშნული არჩევნების წინ. კომპანიის განცხადებით, ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელსაც რუსეთის მთავრობასთან აქვს კავშირი, ყალბი დომეინები შექმნა, რათა მოქმედებაში მოეყვანა ვაშინგტონში მოქმედი, კრემლის მიერ კრიტიკულად განწყობილი ორი ანალიტიკური ცენტრის ვებსაიტების მსგავსი გვერდები. ამავე დროს, კომპანიის ცნობით, რუსეთის ჰაკერებმა შექმნეს კიდევ სამი ყალბი დომეინი, რომლებსაც უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ის სენატს ეკუთვნოდნენ. მაიკროსოფტი ამ ჰაკერულ ჯგუფს უწოდებს Strontium-ს, სხვები მას მოიხსენიებენ სახელებით Fancy Bear ან APT28. აშშ-ის საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებისგან გამომდინარე ბრალდებით ჰაკერები დაკავშირებული არიან რუსეთის მთავარ უშიშროების სამსახურთან, გრუ-სთან და მათ ასევე კავშირი აქვთ 2016 წელს განხორციელებულ ჰაკერულ შეღწევასთან  დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ელექტრონულ წერილებთან. "spear-phishing"-ის სახელით ცნობილი თავდასხმის დროს რუსი ჰაკერების მიერ შექმნილი ყალბი ვებსაიტები სამიზნე მსხვერპლს არწმუნებენ გადავიდნენ გვერდებზე, რომლებიც იწვევს მათ კომპიუტერებში შეღწევას, ჩუმ თვალთვალს და მონაცემების მოპარვას. მაიკროსოფტის პრეზიდენტის, ბრად სმიტის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ ჰაკერებმა წარმატებით შეძლეს შეღწევა ორიდან რომელიმე ანალიტიკურ ცენტრში. კრემლი უარყოფს ცნობებს, რომ ამ ინციდებტებში რუსეთის მთავრობა მონაწილეობდა და ან რომ მას ჰაკერებთან აქვს კავშირი. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus