სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ახმეტის საბავშვო ბაღების ერთ ნაწილში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ, ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ბაღებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა, რის გამოც ყველა ბავშვს ვერ აძინებენ.