Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თაღლითობაში ბრალდებით დააკავეს „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები

შს სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები, რომლებმაც, შს სამინისტროს მტკიცებით, 50-მდე მოქალაქე დაარწმუნეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.




ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

„დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს”, ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus