Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჩართულია "ქართული ოცნების" თამაშში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვერ მიიღებს „ღირსეულ და სწორ გადაწყვეტილებას“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვერ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც სჭირდება მოსახლეობას, დაასაქმებს ხალხს და მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს. „სამწუხაროდ, ის ჩართულია „ქართული ოცნების“ თამაშში“ - განუცხადა ჟურნალისტებს პეტრე ზამბახიძემ. შეკითხვას, ჰყავს თუ არა „ევროპულ საქართველოს" კანდიდატი, ზამბახიძემ უპასუხა, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი თავადაა პასუხისმგებელი კანდიდატურის წარმოდგენაზე უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ. „ამ პროცესში მე ვიქნები პრინციპული და ვისაუბრებ მხოლოდ კრიტერიუმებზე და პრინციპებზე, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება „ოცნების“ კლანებს შორის გადანაწილებული თანამდებობები და მეტი არაფერი“ - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. მისივე თქმით, „კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი, პროფესიონალი და რეგიონისთვის რაღაც უნდა ჰქონდეს გაკეთებული.“


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აწარმოებს კონსულტაციებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. ჯერჯერობით დასახელებულია ერთადერთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე. 29 წლის რიჟვაძე „ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა ზურაბ პატარაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus