პრემიერი და უმრავლესობა მთავრობის სტრუქტურას ათანხმებენ
„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის განხილვას, სტრუქტურულად სწორად როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა - რა უწყებები გვჭირდება, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს გადაწყვეტილებების მიღებისა და მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების დრო და იყოს მუშაობა ბევრად უფრო ეფექტური“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, აქამდე არსებობდა სირთულეები დაანონსებული ახალი პროგრამებისა და სხვა სიახლეების დროულად განხორციელების კუთხით. პირველი ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, 21 ივნისს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.