Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვი თბილისს ადანაშაულებს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეთა მკვლელობის საქმის პოლიტიზებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 44-ე რაუნდზე ქართული მხარე შეეცადა „მოქალაქეების, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის დაღუპვის ტრაგიკული ინციდენტების“ პოლიტიზებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 21 ივნისს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ამ თემაზე პოლემიკა განსაკუთრებით ემოციური იყო.“


მოსკოვის განცხადებითვე, თანათამჯდომარეთა წინადადებით შედგა აზრთა გაცვლა ჟენევის დისკუსიის ეფექტურობის ამაღლების თემაზე და რუსეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ უფრო შედეგიანი მუშაობის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა საქართველოს წარმომადგენლების პირდაპირი დიალოგი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან და უარის თქმა სხვა საერთაშორისო მოედნებზე კონფრონტაციულ, პროპაგანდისტულ აქციებზე. „სამწუხაროდ, ეს მოწოდება არ მიიღო ქართულმა მხარემ, რომელმაც განაგრძო რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის უაზრო თეზისის გაშლა“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მისივე მტკიცებით, დისკუსიის მონაწილეებს, გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა, საერთო აზრი ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ სასაზღვრო ზონაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთის სტატისტიკა ადასტურებს, რომ თავისუფლად გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus