Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველო ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს ოუპირებული რეგიონებიდან რუსი სამხედროების გასაყვანად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 44-ე რაუნდზე რუსეთი ჩვეული ცინიზმით შეეცადა წარმოეჩინა, რომ თითქოს უკვე შესრულებული აქვს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწორედ რუსეთის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობაზე და ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონოდ განლაგებული რუსული ძალების ეტაპობრივად გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის აუცილებლობაზე და აღინიშნა, რომ მიუღებელია მისიის მიმართ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებები.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების განხილვისას ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებსა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. ქართულმა მხარემ დაგმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა და პროვოკაციად შეაფასა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ე.წ. „საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე კომისიის“ შექმნის თაობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მოქალაქეთა უკანონო დაკავების და გატაცების ფაქტებს, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მოსახლეობის წვდომის შეზღუდვას, ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებას და გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების  აკრძალვის მძიმე შედეგებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დევნილთა საკითხის განხილვისას მოლაპარაკება დატოვეს.

 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus