Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემა ამჯერად, ჟენევაში მოითხოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 21 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. თბილისის დელეგაციამ თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევისთვის არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ.


ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა და რუსეთის მოუწოდა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება. საქართველოს წარმომადგენლებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. თბილისის დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს ამ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას, ხოლო რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დასმულ საკითხებს ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები.

 

 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus