Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როჰანი: მიუღებელია აშშ-მა მიიღოს გადაწყვეტილებები მსოფლიოს ნაცვლად

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანისთვის მიუღებელია მის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-მა მიიღოს. როჰანის ეს განცხადებები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოსვლას, რომ აშშ ირანს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. "დღევანდელი მსოფლიოსთვის მიუღებელია ის, რომ მსოფლიოს ნაცვლად გადაწყვეტილებებს აშშ იღებს. ქვეყნებს დამოუკიდებლობა აქვთ" - განაცხადა როჰანიმ ირანის მედიასთან და დასძინა - "რას წარმოადგენთ, რომ ირანის და მსოფლიოს ნაცვლად მიიღოთ გადაწყვეტილებები"? როჰანის ამ განცხადებებამდე რამდენიმე საათით ადრე პომპეომ თქვა, ვაშინგტონი ირანს დაუწესებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი აქამდე ყოფილაო. "სანქციების ძალა მტკივნეული იქნება, თუ [ირანის] რეჟიმი კურსს არ შეიცვლის" - თქვა პომპეომ. ვაშინგტონში, კონსერვატიული ორიენტაციის კვლევით ინსტიტუტში, Heritage Foundation-ში წარმოთქმული ეს სიტყვა პომპეოსთვის იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა. ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ გადის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. აშშ-სა და ირანის გარდა, ხელშეკრულების ხელმომწერები იყვნენ გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი. აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც მას შემდეგ თეირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ხელშეკრულების გადასარჩენად. ჩინეთი და რუსეთიც აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ერთგულები რჩებიან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus