Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისს ახალი, ქვეითი პატრული ჰყავს

21 მაისიდან თბილისში ამოქმედდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი. მისი წარმომადგენლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც განთავსებულია ძირითადი გასართობი ინფრასტრუქტურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თანამედროვე საშუალებებით, მათ შორის უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ პერიოდებში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის და ვერცხლის ქუჩებზე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის და საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე. შსს-ს ცნობითვე, პირველ ეტაპზე, პატრულირებას განახორციელებს ქვეითი პატრულის 10 ჯგუფი და მათი რაოდენობა გაიზრდება ტურისტული სეზონის გააქტიურების შესაბამისად. ქვეითმა პატრულ-ინსპექტორებმა სპეციალური კურსი გაიარეს შსს-ს აკადემიაში. ყველა მათგანი ფლობს ერთ, ან მეტ უცხო ენას. ქვეითი პატრულ-ინსპექტორების ერთ-ერთი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მათი ინფორმირება საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების სპეციალურ ცენტრებში გაგზავნა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus