Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსების ორდენით. გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს. მათთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გამოძიების და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. საუბარი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საკითხზეც. "ჩვენ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შეხვედრისას.


ადვოკატ თამარ ავალიანის ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა,“ რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს, გასულ პარასკევს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნა განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. „იმედი არ გვაქვს, მაგრამ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” - განაცხადა თამარ ავალიანმა. ადვოკატის განმარტებით, უკანონო ქმედება ბრალად შეერაცხება რუსეთს, რადგან ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.


 


 


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus