Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთი: ქიმიური იარაღის ექსპერტები ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას სირიაში

ქიმიური იარაღის შემოწმების გლობალური სააგენტოს საერთაშორისო ექსპერტები ჩავიდნენ სირიის ქალაქ დოუმაში, იმ ადგილას, სადაც, გავრცელებული ცნობებით, 7 აპრილს ქიმიური იარაღით განხორციელდა თავდასხმა. ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც იუწყება, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ექსპერტები დოუმაში ჩავიდნენ 21 აპრილს, დილით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ესპერტთა უსაფრთხოების გარანტიით გამოდის არა მხოლოდ სირიის მხარე, არამედ სირიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა. ექეპერტები სირიაში უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩასვლას ვერ ახერხებდნენ. აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი სირიის მთავრობას ადანაშაულებენ ქიმიური იარაღით თავდასხმაში და გასულ კვირაში მათ საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელეს სირიის სავარაუდო ქიმიური იარაღის ობიექტებზე. სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი უარყოფენ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას. ადგილობრივი აქტივისტების და სამედიცინო პერსონალის ცნობით, თავდასხმას ემსხვერპლა ათობით ადამიანი. თავდასხმის დროს დოუმა მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ იყო და ექვემდებარებოდა ინტენსიურ შეტევას სირიის მთავრობის ძალების მხრიდან. მეამბოხეებმა ქალაქი სავარაუდოდ ქიმიური იარაღით თავდასხმიდან რამდენიმე დღეში დათმეს. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus