Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ დასავლეთ ბალკანეთთან სამიტის დეკლარაციის ტექსტზე

ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ შესძლო შიდა უთანხმოების გადალახვა და შეთანხმდა დეკლარაციის ტექსტზე, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე სოფიაში, 17 მაისს. რეზოლუციის პროექტი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს 19 აპრილს, გვიან საღამოს. შემდეგ ის გაეგზავნება დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანას, რომლებიც სამიტში მიღებენ მონაწილეობას - ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მაკედონიას, ჩერნოგორიესა და სერბიას. სამიტზე კოსოვოს ყოფნამ სირთულე შემატა ტექსტზე მუშაობას, რადგან ევროკავშირის ხუთი ქვეყანა - კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკია და ესპანეთი - არ აღიარებს პრიშტინის დამოუკიდებლობას. რადიო თავისუფლება ესაუბრა დიპლომატებს, რომელთა თქმით ამ ხუთიდან რამდენიმე არ ეთანხმებოდა დოკუმენტისთვის "დეკლარაციის" დარქმევას, იყო მოსაზრება, რომ დოკუმენტი მხოლოდ ევროკავშირს უნდა გაეფორმებინა, ბალკანეთის ქვეყნების გარეშე. დიპლომატები რადიო თავისუფლებას ესაუბრნენ ანონიმურობის დაცვის გარანტიით, რადგან არ ჰქონდათ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადებების გაკეთების უფლება. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus