Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პარლამენტმა 106 ხმით დაამტკიცა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია

„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 106-მა დეპუტატმა  მხარი დაუჭირა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტს.


„ეს რეზოლუცია არის  პოლიტიკური ძალის ჩვენებაც. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არაერთი განსხვავებისა და დაპირისპირებისა, შეგვიძლია პრინციპულ საკითხზე შეთანხმება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.


ამ რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა  - ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. პარლამენტი ასევე მთავრობას,  მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და რაც მთავარია, სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც რეზოლუციის ტექსტის მიმართ გარკვეული შენიშვნები ჰქონდა,  საბოლოოდ, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus