Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაეროს გენერალურმა მდივანმა მოითხოვა სირიაში ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული სამართლის დაცვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ძალადობის ესკალაციის გამო. გუტერეშის ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად, 19 თებერვლის შემდეგ დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი. გაეროს გენერალურმა მდივანმა კატასტროფული უწოდა სირიის ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის რაიონს სამთავრობო ძალები უტევენ. გაეროს მონაცემებით, ამ რაიონში 400 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება 700-მდე ადამიანს. ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სურსათის დეფიციტია. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ სამთავრობო ძალების ალყაში მყოფი ამ რაიონიდან მიმდინარეობს სირიის დედაქალაქის დაცხრილვაც. გუტერეშმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეახსენა, რომ ასტანაში, 2017 წელს მიღწეული შეთანხმებით, აღმოსავლეთ ღუტა გამოცხადებულია დეესკალაციის ზონად. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტთან კავშირის მქონე ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და დაჭრილების ევაკუაცია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus