ისრაელმა 24 იანვარს განაცხადა, რომ თავისი ჯარების გაყვანა ლიბანის სამხრეთიდან გაგრძელდება ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდო "იმის გათვალისწინებით, რომ ჯარების გაყვანის პროცესმა შეიძლება 60-დღიან პერიოდზე მეტხანს გასტანოს". "ჯარების გაყვანის პროცესი დამოკიდებულია ლიბანის არმიის განლაგებაზე ლიბანის სამხრეთში და შეთანხმების სრულ და ეფექტიან დაცვაზე... Читать дальше...
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი 21-23 იანვარს საქართველოში იყო. მისი ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ინტენსიური" კომუნიკაცია შედგა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კომისარი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის უფლებების სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. "კომისარი ო'ფლაჰერტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2024 წლის აპრილში და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სამართალდამცავებისა და დაუდგენელი... Читать дальше...
„საერთო მახასიათებელი ბელარუსსა და საქართველოს შორის ის არის, რომ როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, განსაკუთრებით იმ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს”,
პალესტინელთა ორგანიზაცია ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) გამოაცხადა იმ ოთხი პირის ვინაობა, რომლებსაც გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებზე გაცვლის შესახებ შეთანხმების ჩარჩოში. საქმე ეხება ოთხ ისრაელელ ქალ-ჯარისკაცს - კარინა არიევს, დანიელა გილბოას, ნაამა ლევის და ლირი ალბაგს, განაცხადა ჰამასმა, რომელიც ისრაელელ მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების თანახმად. გაცვლის პროცედურა დაიწყება 25 იანვარს, დღის მეორე ნახევარში. გასულ... Читать дальше...
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების დახმარების ბენეფიციარები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულებით, საერთაშორისო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა.
თბილისში პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდამჭერი მსვლელობები იმართება.
გაერომ 24 იანვარს შეაჩერა ყველა მოგზაურობა რაიონებში, რომლებსაც იემენის ჰუთიტი მეამბოხეები აკონტროლებენ, - მას შემდეგ, რაც მათი კიდევ რამდენიმე თანამშრომელი იქნა დაკავებული ამბოხებულთა მიერ. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ჰუთიტებმა დააკავეს გაეროს თანამშრომლები, ისევე როგორც იემენის დედაქალაქ სანაში ერთ დროს გახსნილ აშშ-ის საელჩოსთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირები. "გუშინ, სანაში, დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა გაეროს დამატებითი პერსონალი, რომელიც მუშაობდა მათი კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში"... Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 იანვარს ქებით მოიხსენია აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პრაგმატულობისა” და “ჭკუის” გამო.
თბილისში იმართება ონლაინ გამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში.
ბოლო-ბოლო რა გავლენა მოახდინა სანქციებმა რუსეთსა და მის ოლიგარქებზე? საერთაშორისო მკვლევარი ილია ზასლავსკი ჰყვება მიზეზებზე, რომელთა გამოც რუსი ბიზნესმენების ნაწილმა არათუ მოახერხა საკუთარი ქონების შენარჩუნება, არამედ გაზარდა კიდეც.