ამ დრომდე უცნობია, გაგრძელდება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე “მოამბის საგანგებო ეთერი”, რომელიც ტელევიზიამ სახალხო პროტესტის შემდეგ დაიწყო.
აქტივისტები ამბობენ, რომ თავდაპირველი შეთანხმებით, ეთერი 3 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა პროდიუსერებმა აცნობეს, რომ გადაცემა 6 იანვრამდე არ დაიწყებოდა.