რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის დედაქალაქ იაკუტსკში დააკავეს ღამის კლუბის დირექტორი და პერსონალი, ტელეგრამარხზე ["Пряная Якутия"] გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ თითქოს კლუბში ლგბტ პროპაგანდას ეწევიან და კაცებს რყვნიან. ტელეგრამარხის თანახმად, პოდიუმზე შიშველი კაცები ცეკვავდნენ.