პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მილოცვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, პრემიერ-მინისტრი კვლავ აღნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოს უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ და, რომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის "რეფერენდუმში".