დღეს დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა, რასაც ღამის განმავლობაში წინ უძღოდა დრონებით იერიში.
სარაკეტო თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან გამოცხადდა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
სუმის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად შოსტკის რაიონში დაზიანებულია 12 მრავალბინიანი სახლი, 2 საგანმანათლებლო დაწესებულება და სხვა შენობები.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული ერთ-ერთი რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლი. სხვა შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.