Добавить новость

Актриса Светлана Немоляева рассказала о последних днях жизни своего брата

Авиакомпанию S7 оштрафовали из-за нарушений в обслуживании пассажиров

«Ъ»: экс-адвокату Пашаеву могут вменить мошенничество при продаже беспилотника

Армения и США договорились о стратегическом партнерстве





Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფეიერვერკი იქნება? - 2025 წლის მოლოდინში

“ბოლო დღეს მოდი და შინაურებისთვის, იქნება”, - მეუბნება გარემოვაჭრე კაცი ბაზარში და თვალით საბარგულზე მანიშნებს. დაახლოებით იმავეს მპასუხობს კიდევ სამი გამყიდველი, როცა ვეკითხები - "ფეიერვერკი იქნება?"


საახალწლო ბაზრობას ხალხი არ აკლია, მაგრამ დახლებზე საახალწლო სათამაშოებსა და წვიმებს შორის მხოლოდ “შუშხუნები” და პატარა ასაფეთქებლები თუ აწყვია.


ფეიერვერკი წელს “დაპატიმრებულია” - პიროტექნიკას ვერსად იყიდი მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პროევროპული აქციების გამო ჯერ პიროტექნიკის მაღაზიებს პროდუქტის გაყიდვა შეუჩერა (ოფიციალური მიზეზით, შემოსავლების სამსახური ამოწმებდა მაღაზიებს), შემდეგ კი ძალიან სწრაფად, ცხრა დღეში, კანონით აკრძალა.


მმართველმა პარტიამ ფეიერვერკები, ფაქტობრივად, იარაღის კატეგორიაში გაიყვანა, როცა ოთხ დეკემბერს პოლიციამ ოპოზიციური ოფისები “პრევენციულად” გაჩხრიკა და მფლობელებს ფეიერვერკები ჩამოართვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ ჩხრეკას “არეულობის პრევენცია” დაარქვა. პიროტექნიკა პროევროპული აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა: აკრძალვამდე ყოველღამე პოლიცია დემონსტრანტებს გაზით და წყლის ჭავლით შლიდა, ისინი კი ბარიკადებიდან ფეიერვერკებს ისროდნენ.




ახლა, კანონით, ქვეყანაში პიროტექნიკული ნაწარმის შეტანა-გამოტანა, წარმოება, გაყიდვა მხოლოდ ლიცენზიით შეიძლება. დარღვევაზე კი მაღალი ჯარიმებია - 1000-დან 6000 ლარამდე.


“განსაზღვრული, ცალკეული კატეგორიის” პიროტექნიკის შეძენა და გამოყენება ასევე ლიცენზიას ექვემდებარება, მაგრამ კანონი არ აკონკრეტებს, რა სახის პიროტექნიკაზეა საუბარი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის პირველი თებერვლიდან, ზოგი კი პირველი აპრილიდან შედის ძალაში, მაგრამ ფეიერვერკებს თავისუფლად უკვე ვეღარ იყიდი, მხოლოდ ფარულად, თითქოს დანაშაულს სჩადიხარ.


 




საქართველოში პიროტექნიკა ათამდე კომპანიას შემოაქვს, მათგან ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია “სამი ძმა”. ძმებიდან ერთ-ერთს, აბელ კაპანაძეს ვესაუბრე - “ზარალი არის, ცხადია”, - მითხრა მან. ამ ეტაპზე კომპანია ფეიერვერკებს მხოლოდ მუნიციპალიტეტებზე ყიდის, მაგრამ, კაპანაძის თქმით, ეს “ბიზნესისთვის თითქმის არაფერია”. “სამი ძმა”, ისევე როგორც სხვა კომპანიები, შემოსავლების სამსახურს ელოდება, რომელმაც ფეიერვერკებით ვაჭრობას ლუქი დაადო. შემოსავლების სამსახურში მიპასუხეს, რომ “პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად” კომპანიებში ინვენტარიზაციასაც ატარებენ და რადგან ყველა კომპანია განსხვავებულია, ვადებზე ვერაფერს იტყვიან.


სამი წლის წინ სტატია დავწერე ფეიერვერკის მავნებლობაზე: როგორ წამლავს ჰაერს, თავგზას უბნევს შეშინებულ ძაღლებს, ციდან ყრის გულგახეთქილ ფრინველებს და, რაც მთავარია, ასახიჩრებს ადამიანებს - დამწვრობიდან თითის ფალანგების დაკარგვამდე;


2020-23 წლებში პიროტექნიკით ორასზე მეტი ადამიანი დაზიანდა. საახალწლო დღეებში დამწვრობის ცენტრს წლიდან წლამდე ათობით ადამიანი მიმართავდა, მაგრამ ერთადერთი შეზღუდვა, რომელზეც მთავრობა წავიდა, 2018 წელს არასრულწლოვანებზე მიყიდვა აკრძალა, თუმცა ჯეროვნად არც ამას აკონტროლებდა ვინმე.


შარშან, პიროტექნიკის აკრძალვაზე პეტიციას თითქმის 26 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია თან მოჰყვა კანონს, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა დააინიციირეს. ეს კანონი, რომელსაც მოსამზადებლად თვეების შრომა დასჭირდა, პარლამენტმა “თაროზე შემოდო”. მაგრამ ცხრა დეკემბერს, პიროტექნიკის აკრძალვაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილს ისევ გაახსენდა, რომ გარემოსდაცვითი ჯგუფები ამ კანონის მიღებას ითხოვდნენ.




“სიმართლე რომ გითხრათ, სარკასტულად გამეცინა”, - მითხრა “ლელოს” ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. იგი წვრილად მომიყვა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც მისმა და არმაზ ახვლედიანის კანონპროექტმა გაიარა: ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება, დაშავებულების სტატისტიკა, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან შეხვედრა. ამოქმედების ვადები ისე იყო გაწერილი, რომ პიროტექნიკის შემომტან კომპანიებსა და გარემოვაჭრეებს, რომლებმაც წინასაახალწლოდ პიროტექნიკა უკვე შეიძინეს, ზარალი არ უნდა ენახათ. ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” კანონის ინიციაცია პარტიის სახელითაც კი შესთავაზეს, ოღონდ პროცესი წინ წასულიყო. მაგრამ წელიწადზე მეტი გავიდა და საქმე წინ არ წასულა.


 




“როცა საზოგადოებიდან მოდის მოთხოვნა, ამის მიმართ ღიაობა აქვთ ნული. მაგრამ როგორც კი თვითონ შეექმნათ დისკომფორტი, დაჩქარებული წესით მიიღეს კიდევ უფრო მძიმე ცვლილებები ”.


საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კანონის მომზადება და მიღება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. პიროტექნიკის აკრძალვის შემთხვევაში ის პარტიულ ინსტრუმენტად იქცა.


ორი ახალი წელი

მაგრამ ახალი წელი მხოლოდ ფეიერვერკის სროლა-არსროლაზე ხომ არაა. მას მერე, რაც ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება ჩაიშალა, “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საკუთარი, ალტერნატიული დღესასწაულის ტყვეობაშია: ახალი წელი თან აუცილებლად იქნება და თან - საფრთხეშია “რადიკალების” ხელში.


შარშან, როცა თბილისის მთავარ ნაძვის ხეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამო, ცეცხლი მოეკიდა, ინფორმაცია ამის შესახებ აქტივისტურმა გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა.


 




წელს ნაძვის ხეს ათობით პოლიციელი იცავდა. ხეზე კი ყოველდღე ახალ-ახალი ხელნაკეთი “სათამაშოები” ჩნდებოდა - იმის მიხედვით, თუ რომელი საპროტესტო მარში აღმოჩნდებოდა მის სიახლოვეს: “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “სისხლიანი ნაძვის ხე”, “მიხეილ ყაველაშვილის გაკვეთილების ცხრილი”, “განქოცდი, კონსერვატორია”, “მეგრელებს რა ნამუსით ატყუებთ, თქვე ვირიშვილებო?”. მოკლედ, “ოცნების” ნაძვის ხე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ირთვება.


 




ორი ქუჩით ქვევით მოწყობილია ლამაზი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მივიწყებული “საშობაო სოფელი”, სადაც ბაზარში გარემოვაჭრეებთან საუბრის შემდეგ შევიარე.


დედაენის ბაღი, სადაც ალბათ ხე არ დარჩა, ნათურა რომ არ ეკიდოს, ძალიან შთამბეჭდავი სანახავია, თავისი უზარმაზარი დეკორაციებით, ჯიხურებითა და ვირტუალური რეალობის ატრაქციონებით. ბაღის ბოლოს, ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის გარშემო საბავშვო კარუსელები მოუწყვიათ, მაგრამ “მეფის” ხმა სხვაგანაა, რუსთაველზე “საქართველო” აქვთ ჩართული. აქ, საშობაო სოფელში, დიჯეი უკრავს, მაგრამ სცენაზე არავინ ცეკვავს.




პარკიდან ორბელიანების სასახლისკენ ავდივარ. ზუსტად ამ დროს, საშობაო მუსიკა შეძახილები ფარავს, “არ-ჩე-ვნე-ბი” - სკანდირებს ქალთა მარში, რომელიც პრეზიდენტის სასახლეს უახლოვდება. ტურისტებიც, რომლებიც აქამდე საახალწლო განათებების ფონზე “სელფებს” იღებდნენ, ახლა ტელეფონები დემონსტრანტებისკენ მიატრიალეს. ქალებიც იმავეს ითხოვდნენ, რასაც ათასობით ადამიანი 28 ნოემბრის შემდეგ: ახალ არჩევნებს და ქვეყნის პროევროპულ კურსზე დაბრუნებას. პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისულ ქალებთან რამდენიმე წუთით სალომე ზურაბიშვილიც გამოდის.




“შევხვდებით რუსთაველზე”

რუსთაველზე, პარლამენტის წინ, სადაც ყოველ საღამოს ხალხი უკვე 30-ე დღეა ინერციით იკრიბება, რვა საათისთვის უკვე ასობით ადამიანი იდგა. რამდენიმე მათგანს საახალწლო განწყობასა და გეგმებზე ვკითხე.


“რა თქმა უნდა, აქ ვაპირებ შეხვედრას”, - მითხრა 74 წლის გურამ ქუხილავამ. ჩემი ოჯახის წევრებიც იმავე აზრზე არიანო - “სახლში ვის ექეიფება დღეს? ჩემისთანა კაცი სახლში ვერ გაჩერდება. თუ დაალაგეს ქვეყანა, გონს მოეგნენ და დანიშნეს არჩევნები, აი, მაშინ გაგვითენდება ყველას ნაღდი ახალი წელი”.


 




ნინო თავართქილაძისთვის ახალი წელი წელს ერთ ჩვეულებრივ დღედ იქცა. “მთავარი, რატომაც უნდა გვიხაროდეს ნებისმიერი დღე, მომავლის იმედია, არ აქვს მნიშვნელობა, 31 იქნება, პირველი იანვარი თუ სხვა ნებისმიერი დღე”.




პარლამენტის წინ, კიბეებზე გოგო-ბიჭი სხედან, ნაძვის ხეს და რუსთაველზე შეკრებილ ხალხს უყურებენ.


“რანაირად უნდა აღვნიშნო რამე, როცა ჩემი ტოლები ციხეში არიან? [ახალი წლის მოსვლამდე] ერთი სული მაქვს მარტო იმიტომ, რომ რუსთაველზე უნდა შევხვდე და ბევრი ხალხი იქნება აქ. დასამახსოვრებელი იქნება. აქ ისეთი კარგი განწყობაა, სიყვარულით და ერთობით სავსე, რომ ნამდვილად აქ მირჩევნია ვიყო მაგ დღეს”, - მითხრა 18 წლის თინათინ კირვალიძემ.




“იმის იმედით ვარ, რომ ახალი წელი მოიტანს სიახლეებს. გამიხარდება, რომ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად დავიწყო, ვისთან ერთადაც ვიბრძვი ამდენი ხანია”, - მითხრა 17 წლის თამარმა, რომლის პლაკატზე სიტყვა Revolt (“აჯანყდი”) წერდა.




ადამიანებს, რომლებიც დღეს აქ შეიკრიბნენ, ახალი წელი, განათებები და ფეიერვერკებიც კი ნაკლებად ადარდებდათ. როგორც თინა ნიკურაძემ მითხრა, ქუჩების მორთულობა ხალხის დაცინვას ჰგავს, ფეიერვერკების გაუქმება კი მხოლოდ იმიტომ გაუხარდა, რომ ცხოველებზე დარდობდა. სამაგიეროდ, აქციებზე მოსიარულე შვილებთან ერთად მზადაა წელს საახალწლოდ სახლში დარჩენის ტრადიცია დაარღვიოს:


“არასდროს შევხვედრილვარ გარეთ ახალ წელს, მაგრამ აი, წელს კი მოვიდოდი აქ, რუსთაველზე”.


 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Московский суд арестовал россиянина Сизова по обвинению в государственной измене

Ефимов: за пять лет построено и передано 15 объектов культуры

В Москве открылось более 1800 временных пунктов вакцинации от бешенства

Выводит токсины или разрушает психику? Как лечебное голодание влияет на организм

Музыкальные новости

В Мордовии сотрудники Росгвардии напоминают руководителям о требованиях обеспечения безопасности объектов ТЭК

Олег Газманов отобрал 102 конкурсанта для национального музыкального проекта

Создание Модели голоса. Создание Модели своего голоса. Создание AI модели голоса.

В январе 146 студентов профильных учебных заведений приступили к производственной практике на предприятиях филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис»

Новости России

Сестра Тиммы заявила, что Седокова переводила баскетболисту деньги на погашение долгов

Директор "Ленкома" Варшавер заявил, что актеру Певцову предлагали новые роли в театре

В Подмосковье отремонтируют более 1,5 тыс км дорог в 2025 году

Доля сделок без ипотеки достигла 85% в Москве

Экология в России и мире

Клиники «Будь Здоров» станут клинической базой для обучения ординаторов Центральной государственной медицинской академии

«Люблю Россию»: бросивший младенца в сугроб Косенко вышел на связь после заочного ареста

Самодиагностика по языку: доктор Кутушов назвал неочевидные признаки болезней

Скидки для именинников в «Тропикана Парк»

Спорт в России и мире

Касаткина победила Томову и прошла во второй круг Открытого чемпионата Австралии

Калинская: Я очень ждала Australian Open, но подхватила какой-то вирус

Анна Калинская раскрыла причину снятия с Australian Open — 2025

Теннисистка Шнайдер победила Томлянович и впервые сыграет в третьем круге AO

Moscow.media

Тверь

В Твери

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный

В Московском регионе 5,6 тысячи самозанятых самостоятельно формируют будущую пенсию











Топ новостей на этот час

Rss.plus






Более 15 тысяч человек посетили филиалы музея ГЖД в Нижнем Новгороде в 2024 году

В Кремле пообещали оказать медпомощь волонтерам, очищающим пляжи от мазута

Полковник Баранец выделил три направления ударов ВС РФ в зоне СВО

В Москве состоится творческий вечер мировой звезды современного танца Ильдара Гайнутдинова