Добавить новость

Mash: в России водителей могут начать штрафовать за перекусы за рулем

Ученые нашли «все доказательства» реального существования Адама и Евы

Ликсутов: После запуска платных парковок в Москве на 12% выросла скорость движения

«Россети Московский регион» работают в усиленном режиме в праздники





Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოპოზიციაში დაპირისპირება მოჰყვა პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას

ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას ხუთი ოპოზიციური გაერთიანება მიიღებს, - „ახლის“ გარდა, არცერთს არ უთქვამს უარი საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

ცესკომ 26 დეკემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, - 26 ნოემბრიდან, - სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა ჯამში შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ესენია:


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,
„გახარია საქართველოსთვის“,
„ლელო საქართველოსთვის“,
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ცესკოს თანახმადვე, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

შესაბამისად, დანარჩენი ექვსი პარტია დაფინანსებას მიიღებს.

ცესკოს ცნობით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს, 18:00 საათზე ამოეწურათ.

პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ლიდერებმა ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები დაფინანსების მიღების გამო.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ „ქოცების“ შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“, - დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.

პარტიების ეს ნაბიჯი სხვა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს.

„ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება „არჩევნების შედეგების აღიარებად“ გამოაცხადა. 27 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ოთხიდან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით ორმა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები... თებერვალში შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში“, - თქვა მან.

26 დეკემბერს „ძლიერი საქართველოს“/„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას არ აქვს კავშირი პარლამენტის ლეგიტიმაციასთან.

„პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ „მესიჯბოქსში“ და სცენარში მონაწილეობა“, - დაწერა ხაზარაძემ და ფეისბუკზე განმარტა:


„ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია;
რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ“.

„პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!" - დაწერა მან.

ცესკოს განცხადებას წინ უსწრებდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის მიერ პარტია „ახლის“/„კოალიცია ცვლილებებისთვის“ კრიტიკა ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კერძოდ, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ახლის“ წევრებმა განხილვაში შესვლის გარეშე მხარი დაუჭირეს მერიის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ფიფიამ განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტი „არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს“ და „არის მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები“.

ანა წითლიძემ ამ გადაწყვეტილებას „დიდი შეცდომა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის შემდეგ, ფრაქცია „ახლის“ წევრებმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს.

განცხადებას, რომელიც პარტიამ გაავრცელა, ფრაქციის 10 წევრი აწერს ხელს.

„ახლის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დაწერა:

„მთელი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის წევრების მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია „ახალი“ „ოცნებასთან“ თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას. ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა - პარტიას მიუღია დაფინანსება „ოცნებისგან“. ჩხორუწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე“, - წერს ნიკა მელია.

მანამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე წევრმა მათი პარტიიდან მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ წარდგენილ ბიუჯეტს, რის გამოც პარტიის დატოვება მოუწიათ.

„ჩვენდა სამწუხაროდ და სრულიად მოულოდნელად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ინდივიდუალურ რეჟიმში, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნულის გამო, წესდების შესაბამისი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ პარტიას“, - განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Квартиру певицы Юлии Паршуты в Москве обокрали во время праздников

В Госдуме поддерживают решение об отказе от бакалавриата

Reuters описывает последний шанс российской нефти в Индии

В Москве открыли десятки площадок к фестивалю «Путешествие в Рождество»

Музыкальные новости

«Сочи» — «Динамо» Москва — 1:5. Видеообзор матча КХЛ

Актер Юра Борисов уступил «Золотой глобус» Кирану Калкину

От Якутска до СПб. Как и где Путин встречал Рождество в разные годы

В декабре жители Москвы и Подмосковья больше всех покупали майонез на Wildberries

Новости России

Патриарх Кирилл призвал усилить контроль за трудом мигрантов в России

Реставрация исторического дома Е. А. Депре на Петровском бульваре начнется скоро

Reuters описывает последний шанс российской нефти в Индии

Владимир Ефимов: На Петровском бульваре отреставрируют доходный дом Е.А. Депре

Экология в России и мире

Что такое любовь к себе и чем она отличается от эгоизма

Кулинарное путешествие по Байкалу 

Ленинград 1946 года

Продажа песен. Песни на продажу. Продажа текстов песен.

Спорт в России и мире

Шнайдер победила Синякову на старте теннисного турнира в Аделаиде, выиграв всухую решающий сет

Павлюченкова проиграла Вондроушовой на старте турнира в Аделаиде

Российские теннисистки в парной категории выиграли турнир WTA-500 в Австралии

Арина Соболенко снялась для Harper's Bazaar и раскрыла тайны личной жизни

Moscow.media

На Тархова столкнулись 5 машин. Пострадала женщина

Найдена старейшая эволюционную гонка вооружений возрастом 517 миллионов лет

Два человека погибли при пожаре в доме престарелых в Кировской области

Как долго должен длиться половой акт после 30?











Топ новостей на этот час

Rss.plus






Квартиру певицы Юлии Паршуты в Москве обокрали во время праздников

Бакалавриата не будет, а ЕГЭ сохранят. Что изменится после введения в России новой системы высшего образования

«Мы чувствуем, как важны для нас традиции»: Путин встретил Рождество в обществе бойцов СВО и волонтёров

В Москве открыли десятки площадок к фестивалю «Путешествие в Рождество»