რუსეთის სასამართლომ 18 ნოემბერს რვა წლით მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს, სერგეი ლუკაშევსკის.
განაჩენი, რომელიც დაუსწრებლად გამოიტანეს, ეფუძნება ლუკაშევსკისთვის რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ცნობების" გავრცელებაზე წაყენებულ ბრალდებას.
სახაროვის ცენტრი იყო მუზეუმი და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც 1996 წელს გაიხსნა, ცნობილი რუსი ფიზიკოსის და ნობელის პრემიის მფლობელის, ადამიანის უფლებების დამცველი ანდრეი სახაროვის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ გააუქმა მუზეუმი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობდა.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლუკაშევსკიმ რუსეთი დატოვა. მისთვის წაყენებული ბრალდება მიემართებოდა ფეისბუკით გამოქვეყნებულ ხუთ პოსტს, რომლებითაც ლუკაშევსკი გმობდა რუსეთის ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ ცნობებს.