ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ამბობს, რომ საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანა საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს.