საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის შედეგებს. ომბუდსმენი ამ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვება უწევს.