წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით, ოჯახებს გადაეცა აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, დაკარგულთა ოჯახების წევრებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიაწოდეს ინფორმაცია ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.