საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებდათ, რატომ ჩავიდა თეირანში და უქმნიდა თუ არა უხერხულობას პრეზიდენტის ფიცის დადების დროს დარბაზში გაჟღერებული შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.