რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისეები საზღვრისპირა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში თავდასხმებს აწყობენ. „რუსეთის თავისუფლების“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „ციმბირის ბატალიონის“ სამიზნე პუტინი და მოსკოვია.