საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი წევრი დაამტკიცა. გადაწყვეტილება დღეს, 27 ივნისს, მიიღეს.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის გამო. პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებას ავრცელებენ ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დღეს, 27 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს.
27 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოგებული მატჩის ფონზე ვისაუბრეთ საქართველოს ადგილის ცვლის სამწუხარო დინამიკაზე საერთაშორისო დღის წესრიგში, კონკრეტულად ევროკავშირის სამიტზე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.