Добавить новость

Правительство России официально отменило МАКС — 2024

Кондитеры: Россияне из всех видов шоколада предпочитают молочный

В Волоколамске благоустраивают два сквера и территорию у водохранилища

Дорожная обстановка в Подмосковье вечером во вторник составляет 5 баллов





Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დიდი ავიაციის ქართველი ვარსკვლავი – მარიამ ცუკილაშვილის გზა საერთაშორისო წარმატებამდე

მარიამ ცუკილაშვილი 24 წლისაა. იგი კახეთში, ქალაქ ყვარელში გაიზარდა. სკოლაც იქ დაამთავრა. თავდაპირველად სურდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, თუმცა ცხოვრებას მისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი ჰქონდა. თანდათან მიხვდა, რომ მისი ადგილი დიდ ავიაციაში უნდა ყოფილიყო. დღეს მარიამი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიის, Emirates, გუნდის წევრია.

მარიამ, პირველად როდის და რატომ გადაწყვიტე, რომ გსურდა, საერთაშორისო ავიაციაში ადგილის დამკვიდრება?

დამოუკიდებლად პირველად 15 წლის ასაკში ვიფრინე. იმ დროიდან მოყოლებული ვგრძნობდი, რომ მომავალში ავიაციასთან უფრო მჭიდრო კვეთა მექნებოდა.

20 წლის ვიყავი, როდესაც აზიაში გავემგზავრე. ბორტგამცილებელთა და პილოტთა პირველადი გადამზადების კურსებში ტრენერის სტატუსით ჩავერთე და მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რაც თავადვე მინდოდა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მეკეთებინა. დავბრუნდი თუ არა საქართველოში, აქტიურად დავიწყე მომზადება.

როგორ შეარჩიე კომპანია, სადაც გინდოდა მოხვედრა და რა ნაბიჯები გაიარე, რომ სასურველი მიზნსითვის მიგეღწია?

კომპანიის შერჩევა არ გამჭირვებია, რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ადგილი, სადაც კარიერას დავიწყებდი, საერთაშორისო დონის, მაღალი სტანდარტებისა და პასუხისმგებლობის მქონე, საუკეთესო კომპანია უნდა ყოფილიყო.

ერთი წელი ვემზადებოდი, ხელმისაწვდომ მასალებს გავეცანი, დავამუშავე, თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მეტად სწორედ ის ინფორმაცია დამეხმარა, რომელიც ტრენერად ყოფნისას მივიღე.

როდესაც 21 წლის გავხდი, ჩემი კომპანია ჩამოვიდა საქართველოში. რამდენიმე ეტაპის გავლის და შერჩევის შემდეგ, ერთ კვირაში უკვე დუბაიში ჩამოვფრინდი. აქ კი მომიწია რამდენიმე კვირიანი ინტენსიური ტრენინგებისა და საკმაოდ რთული გამოცდებისთვის გამერთვა თავი.

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი დუბაიში გამგზვრების შემდეგ?

ქვეყნიდან შორს წასვლას ისედაც ახლავს მთელი რიგი ცვლილებები და ეს ჩემი ცხობრების ყველა ასპექტს შეეხო. თუმცა განსაკუთრებით ისინი ჩემს ყოველდღიურ გრაფიკს და ტემპს დაეტყო.

ყოველი თვე განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად, წინასწარ მიჭირს გეგმების დაწყობა. მიწევს ჩემს ირგვლივ მიმდინარე ყოველი მოვლენა ამ გრაფიკს მოვარგო, რასაც არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ხშირად უკმაყოფილებამდე მივყავარ, თუმცა ყველაფერი ერთად ცხოვრებაში, ცხადია, არ მოდის.

დროში ზედმეტად გაწერილი ადამიანი ვარ, მიყვარს როდესაც წინასწარ დაწყობილი გეგმის მიხედვით მიდის საქმე, თუმცა ამ პროფესიასთან ერთად გიწევს იმაზე უფრო მოქნილ ინდივიდად ჩამოყალიბდე, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდი. ახლა, ჩემს ნებისმიერ სურვილს თუ გადაწყვეტილებას გვერდს უმშვენებს გეგმა ა და გეგმა ბ.

რა კულტურულს თავისებურებებს და განსხვავებებს აწყდები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას?

ეს ძალიან ფართო საკითხია და ვიტყოდი, ყველაზე საინტერესოც ჩემთვის. ყოველი ფრენის შემდეგ უფრო კარგად ვხვდები, რომ ქვეყნების მონახულებაზე მეტად მე აქ ხალხის შესაცნობად ვარ. ადამიანის, როგორც დღემდე ყველაზე ამოუხსნელი და მრავალფეროვანი სულიერი ბუნების მქონე ქმნილების.

რაც ასევე ძალიან მომწონს ამ პროფესიაში, არის ის, რომ დღის, ფრენის განმავლობაში არაერთ ისეთ თავგადასავალს, გამოწვევას, სირთულეს აწყდები, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი. რომ მგონია აღარაფერი გამაოცებს და გამაკვირვებს, გარემოებები მაინც მარწმუნებენ, მთელი რიგი თავგადასავლებისა ჯერ კიდე წინ არის. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილებებით მავსებს, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩემი, როგორც პიროვნების, ფორმირებაზე.

ის გაკვეთილები რომლითაც ეს კარიერული წლები მასაჩუქრებს, სამუდამოა და ყველაზე ღირებული განძივით ვუფრთხილდები.

მარიამ, რა მოგცა ავიაციამ პიროვნული ზრდის და თვითრეალიზების თვალსაზრისით?

როგორც აღვნიშნე, გამხადა უფრო მოქნილი, სიტუაციებზე მორგებული და დეტალებზე ორიენტირებული. ისეთი მასშტაბის სირთულეებთან მომიწია შერკინება, ვფიქრობ, ჩემი გატეხვა ძალიან რთულია. რაც საგრძნობლად აისახა ჩემს ემოციურ ინტელექტზე.

ვისწავლე 1 წუთს, მის 60 წამს რამხელა ძალა აქვს და ამ 1 წუთშიც კი რამდენი რამის მოსწრება შეგიძლია. მაშასადამე, საშინლად არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ზედმეტ დროს ვართმევ ან არასაჭიროდ მე მართმევენ ჩემს დროს. მომენტალურად ვეთიშები სიტუაციას და ფოკუსი ჩემთვის მნიშველოვან საკითხზე გადამაქვს. ამის საპირწონედ, ძალიან ვაფასებ თუ დროს ადამიანები თავიანთი სურვილით მითმობენ.

კომუნიკაციებს რაც შეეხება, ძალიან იშვიათია ადგილი, სადაც მიჭირს საერთო ენის გამონახვა. მიხარია, რომ მსოფლიოს ყველა რასასთან, კულტურასთან მაქვს შეხება. ის კონტაქტები, რომელსაც ვამყარებ, ჩემთვის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ყოველდღიურ რეჟიმში იმდენ ინფორმაციას ვცვლი ხალხთან, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა თუ არსებულ ყველა საუკეთესო პროდუქტზე მომდის ინფორმაცია. ხანდაზმულებს ვესაუბრები ხშირად და უამრავ რამეს ვსწავლობ მათგან, ყველაზე საყვარელი და ბრძენი ადამიანებისგან.

ასევე ჩემთვის საინტერესო აღმოჩენაა, რომ ბევრი საკითხის მიმართ სრულიად ნეიტრალური გავხდი და უდიდესი მიმღებლობა ჩამომიყალიბდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ აღარაფერს ვუყურებ და ვაფასებ ერთ ვიწრო ჭრილში. ჩემთვის სამყაროს აღქმა მას შემდეგ შეიცვალა და გადასხვაფერდა, რაც ყველაფერს შორიდან, მსოფლიოს თვალებიდან დავუწყე ყურება.

ცხადია, ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს, თუ გრჩება თავისუფალი დრო, რომელსაც საკუთარ თავს უთმობ და როგორ ატარებ მას?

სრული დატვირთვით ვმუშაობ და თან ვსწავლობ. წელს ძალიან რთული წელი მაქვს და ვცდილობ, კარგად ავუწყო ფეხი. თავისუფალი დრო მხოლოდ მაშინ მრჩება, თუ მე ვითავისუფლებ. ხშირად ეს ძილის დეფიციტს იწვევს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ესეც მიღირს.

ყველაზე დიდ სიამოვნებას არა ფილმების ყურება და სავაჭრო ცენტრებში სიარული, არამედ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება მანიჭებს. ესაა ის, რაც ძალიან მღლის და ამასთანავე განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მევლინება. შემიძლია, საათები გავატარო ფიქრში, ლამაზი ხედის წინ ან ვიარო უცხო ქალაქებში მხოლოდ იმისთვის, რომ დეტალებს დავაკვირდე. ძალიან ბევრ აღმოჩენამდე მივყავარ ამ პროცესს.

სამომავლო გეგმებზე საუბარს არ გთხოვ, თუმცა მაინტერესებს, რა კუთხით გსურს განვითარება და აპირებ თუ არა დიდ ავიაციაში დარჩენას?

ჯერჯერობით ავიაციაში ვგეგმავ დარჩენას. მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ამ სფეროს დღეს შესაძლებლობების დიდი დიაპაზონი აქვს. შესაბამისად, თუ მოინდომებ მაღალკონკურენტულ გარემოპირობებშიც განვითარდები.

თუ მოვლენები ისე შეიცვალა, რომ გამოვეთიშე ავიაციას, მინდა რაღაც მაინც მაკავშირებდეს მასთან. ამიტომ ამ სურვილის მძაფრად შენარჩუნების შემთხვევაში, აუცილებლად გამოვნახავ გზას.

სწავლას მალე ვასრულებ და განვიხილავ სრულიად სხვა პროფესიაში ჩემი შესაძლებლობების მოსინჯვას. ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და ჯერ კიდევ სიფრთხილით ვეკიდები. თუ ეს ნაბიჯი გადავდგი, კიდევ არაერთი წელი მომიწევს სწავლა და დაუღალავად შრომა. მინდა, რაც ავიაციამ მასწავლა, უფრო ღირებულ და მნიშვნელოვან საკითხებს მოვახმარო, შესაბამისად , როგორი მადლიერიც ვარ ამ პროფესიის მიმართ, ასევე ვარ ღია ახალ შესაძლებლობებზე მოსაჭიდებლად.

რას ნიშნავს შენთვის წარმატება, რა თვისებების ქონაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული იყო?

ჩემთვის წარმატების დეფინიცია ყველაზე მეტად საკუთარ შიშებზე, სიზარმაცესა თუ სურვილებზე გამარჯვებაა. არ ვცნობ არანაირ წარმატებას, რომლისთვისაც ადამიანები ბევრ რამეს ივიწყებენ, ეს საკუთარი თავის ღალატად მიმაჩნია. ჩემს ყოველ პატარა წინსვლას არაერთი მარცხი და გაკვეთილი უდევს საფუძვლად.

რაც შეეხება თვისებებს, იყო უღალატო საკუთარი თავისა და საქმის მიმართ, ნიშნავს შეასრულო მოვალეობის ნახევარზე მეტი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რაც მე მეხმარება, არის ის შინაგანი დისციპლინა, განსაზღვრულობა, რომელიც პატარა ასაკიდან ჩამომიყალიბდა.

მარიამ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ შენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახე. ინტერვიუს ერთი თხოვნით დავასრულებ. მინდა, როგორც შემდგარმა და მიზანდასახულმა ქალმა, სხვა ახალგაზრდებს რჩევა მისცე, რომელიც თავიანთი ოცნებებისთვის ბრძოლაში დაეხმარებათ.

მიზნების დასახვიდან იწყება ყველაფერი. მთავარია, შეუდრეკლად, ფეხდაფეხ მიყვნენ. სამყარო ქმედებებსა და იმპულსებზე რეაგირებს, თქვენ კი ამ პროცესში კი არ მარცხდებით, იზრდებით და ძლიერდებით. ერთადერთი მარცხი შესაძლებლობების ხელიდან გაშვებაა, რასაც მე არასოდეს ვაპატიებ თავს, სხვებსაც მუდმივად ამისკენ მოვუწოდებ.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანია შენი მისწრაფების წინააღმდეგი, მთავარია ერთ მათგანს მაინც სჯეროდეს, რომ ამას შეძლებ და ის ერთიც, პირველ რიგში, შენ თავად ხარ.

ავტორი: ანო ტვილდიანი

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Более 118 тысяч земельных участков проверили в Подмосковье с января

Долголеты Подмосковья присоединились к зарядке с чемпионами

Психолог Шляпников: от стресса помогают специальные витаминные комплексы

Дети сотрудников «Уралхима» в Воскресенске получили путевки в летние лагеря

Музыкальные новости

В Тульской области завершился Кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина

Всероссийский фестиваль под художественным руководством Надежды Бабкиной пройдет в Псковской области

Дубль Никифоренко помог БАТЭ победить брестское «Динамо» в чемпионате Беларуси

Спортсмен из Хакасии завоевал два серебра на всероссийской Спартакиаде Специальной Олимпиады

Новости России

Политика: Эксперты объяснили заморозку расширения БРИКС

Землевладельцев Щелкова предостерегли от нарушений правил обращения с отходами

Видео 360.ru: дерево рухнуло на «Газель» в Москве из-за провисшего провода

Пост №5859437

Экология в России и мире

Продолжая добрые традиции: отель Yalta Intourist подарил праздник воспитанникам подшефного центра

В Татарстане прошла встреча 125 дилеров нижнекамского шинного производителя

Dior, кутюрная коллекция осень-зима 2024

На Мальдивы – со скидкой

Спорт в России и мире

Рейтинг WTA. Калинская дебютировала в топ-20

Уимблдон потребует от российских теннисистов подписать декларацию о нейтралитете

Елена Рыбакина впервые в 2024 году сыграла на Уимблдоне

Хуркач о реванше со Зверевым: «В голове сидел тот матч в финале United Cup»

Moscow.media

ТСМ готовит полигон для конкурса механизаторов

"Болотный перфекционизм"

Армяне – герои СВО. Группой бойца чеченского спецназа «Ахмат» Давида Петросяна с позывным «Карабах» посажены около 1000 дронов-камикадзе. ВИДЕО

История одного похода











Топ новостей на этот час

Rss.plus






Более 118 тысяч земельных участков проверили в Подмосковье с января

Актриса Светлана Немоляева рассказала о своей пенсии

Химчистка Nikko стала спонсором первого этапа регаты Tenzor International Cup 2024

Психолог Шляпников: от стресса помогают специальные витаминные комплексы