ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა მოგვითხრო მიწის შესახებ, რომელიც არსებობდა ატლანტის ოკეანეში და სავარაუდოდ, დაიპყრო ევროპისა და აფრიკის დიდი ნაწილი პრეისტორიულ ხანაში. ამ მიწას ეწოდება ატლანიდა. მოთხრობაში, ათენელები ატლანტიდას ეომებიან. ეს დაპირისპრება კი ამ უკანასკნელის გაქრობით სრულდება, ტერიტორია წყლით იფარება.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამ ფაქტს სერიოზულად არ იღებენ და თვლიან, რომ ამბავი რეალური არ არის, არსებობს ზოგიერთი ვარაუდი, რომლის თანახმადაც, ლეგენდა, შესაძლოა, შთაგონებული ყოფილიყო ნამდვილი მოვლენებით საბერძნეთის უძველესი ისტორიიდან.
ერთი იდეა არის ის, რომ ეს მონათხრობი კავშირშია მინოსურ ცივილიზაციასთან, რომელიც ყვაოდა კუნძულ კრეტაზე ძვ.წ 1400 წლისთვს. თუმცა კრეტა ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობდა და არა ატლანტის ოკეანის აუზში. მინოსურ დასახლებებს უდიდესი ზიანი მიაყენა ვულკან ტერას ამოფრქვევა. გარდა ამისა, არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს ცივილიზაცია საბოლოოდ დამარცხდა და შეუერთდა ადამიანთა ჯგუფს, სახელად მიკენელებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ეს თეორიები სრულად დამტკიცდეს.
ატლანტიდა საუკუნეების შემდეგ კვლავ ლეგენდად რჩება. მიმზიდველ ლეგენდად მისტიკის, თავგადასავლებისა და უძველესი ისტორიის მოყვარული ადამიანებისთვის.
წყარო: livescience.com
ფოტო: getty images