პეკინში “ომიკრონ” ვარიანტის დაფიქსირების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პეკინი მოგზაურებს მოსთხოვს, ჩაიტარონ ტესტი ჩინეთის დედაქალაქში ჩასვლიდან 72 საათის განმავლობაში. ახალი წესი , რომელიც ძალაში 22 იანვარს შევა, მარტის ბოლომდე იმოქმედებს.
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშამდე დაახლოებით 20 დღე რჩება, ქალაქში კი “ომიკრონ” ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მოქალაქეს, რომელსაც ახალი შტამი დაუფიქსირდა, ქალაქგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის არაერთხელ იყო მოლსა და რესტორანში.