გერმანელი მსახიობი და მოდელი ნასტასია კინსკი იუბილარია. 24 იანვარს ხელოვანი 60 წლის გახდა. ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, ორჯერ ნომინირებული გერმანულ Deutscher Filmpreis-ზე ნასტასია აგლაია ნაკშინსკი ცნობილი გახდა რომან პოლანსკის ფილმში „ტესი“ განსახიერებული მთავარი როლით.
ის მსახიობ კლაუს კინსკის ქალიშვილია, რომელიც მას მსახიობ რუთ ბრიჯით რუთ ტოკისთან შეეძინა. მისი მშობლები 1968 წელს განქორწინდნენ. ნასტასია მამას იშვიათად ნახულობდა. ის და დედა ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ, ამიტომ მიუნხენში კომუნაში მოუწიათ გარკვეული პერიოდი ცხოვრება. დედამისი საყვარელთან ცხოვრობდა და ვერ მუშაობდა, ამიტომ, დარჩენილი ნივთების გაყიდვით გაჰქონდათ თავი. ნასტასიას თქმით, ის მაღაზიებში წვრილმანებს იპარავდა და ნივთები სახლში მოჰქონდა. მას ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის ხშირად აჯარიმებდნენ, თუმცა ნასტასიას არც ჯარიმები გადაუხდია და არც სასამართლოში გამოცხადებულა. 1978 წელს მსახიობი აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც ფილმ „შენადვე დარჩის“ გადაღებებიდან ბრუნდებოდა. მან ციხეში სამი თვე გაატარა.
15 წლის ასაკში ნასტასია კინსკიმ რეჟისორ რომან პოლანსკისთან გააბა რომანი. 1976 წელს ის ფრანგული ჟურნალ “ვოგი” -სთვის გადაიღეს, რომლის მიწვეული რედაქტორიც იმ დროს სწორედ რომან პოლანსკი იყო.
მსახიობის პირველი უსიტყვო როლი რეჟისორ ვიმ ვენდერსის ფილმში „ცრუ მოძრაობა“ შედგა. ამ ფილმში, რომელიც გოეთეს რომანის „ვილჰელმ მაისტერის გატაცების წლების“ მიხედვით იქნა გადაღებული, ნასტასია ნამდვილი გვარით, ნაკშინსკით წარსდგა მაყურებლების წინაშე.
მთლინაობაში მსახიობმა 60-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთ ცნობილ რეჟისორთან იმუშავა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1984 წელს მსახიობმა გააჩინა ბიჭი ალიოშა. ორი თვის შემდეგ კი კინსკი ეგვიპტური წარმოშობის კინოპროდიუსერზე იბრაჰიმ მუსაზე გათხოვდა, რომელიც მასზე 15 წლით იყო უფროსი. ორი წლის ეშმდეგ მათ გაუჩნდათ გოგონა სონია, ის ახლა ფოტომოდელია. 1992 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
მსახიობი 1991-97 წლებში ამერიკელ კომპოზიტორთან ქუისნი ჯონსთან ცხოვრობდა, რომელიც მასზე 28 წლით უფროსი იყო. 1993 წელს კინსკიმ მისგან გოგონა კენია გააჩინა.
ნასტასი კინსკი მშობლებთან ერთად