Добавить новость


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიუ იორკში საახალწლო ღონისძიებები ტრადიციულად თაიმ სკვერზე კონფეტების გადმოყრით დაიწყება

წელს თაიმ სკვერის ყველა მაღალი შენობიდან დაახლოებით ტონამდე კონფეტების გადმოყრიან. 31 დეკემბრის ღამეს კი თაიმ სკვერზე 2016 წლის დადგომას ბროლის გიგანტური ბურთის დაშვებით 2 მილიონამდე ადამიანი ერთად იზეიმებს.

საახალწლოდ ემზადებიან კალიფორნიის ქალაქ პასადენაში, სადაც ტრადიციული ვარდების აღლუმი გაიმართება. ქალაქის მთავარ ქუჩაზე კოსტუმირებული მოზეიმეები ყვავილებით და საზეიმო დეკორაციებით გაფორმებული მოძრავი პოდიუმებით ასოცდამეშვიდეჯერ ჩაივლიან. წინა წლებისგან განსხვავებით ამჯერად აღლუმი მრავალრიცხოვანი სამართალდამცველების თანდასწრებით ჩატარდება. მიზეზი რამდენიმე კვირის წინ სან ბერნანდინოში მომხდარი ტერაქტია.

2016 წლის დადგომას რიოს კოპაკაბანას სანაპიროზე ორ მილიონზე მეტი ადამიანი იზეიმებს. ბარჟებზე უკვე დაიწყეს პიროტექნიკის მონტაჟი. წელს 16-წუთიანი ფოიერვერკისთვის 24 ტონა მასალა დაიხარჯება.

პერუელმა შამანებმა კი 2016 წლის მოვლენები იწინასწარმეტყველეს. მათი რიტუალის დროს მთელი ყურადღება მსოფლიო ლიდერების და პოლიტიკოსების ფოტოებზე იყო გადატანილი, რომელთა შორის დონალდ ტრამპის სურათიც ფიგურირებდა. შამანების პროგნოზით, ის ახლოს იქნება გამარჯვებასთან, მაგრამ ამერიკელების პრეზიდენტი ვერ გახდება.

პერუ დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე ერთ–ერთი ბოლო ქვეყანა იქნება, რომელიც ახალი წლის დადგომას იზეიმებს. პირველები კი 2016 წელს ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები შეეგებებიან.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus