Добавить новость


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ღარიბაშვილს თავისუფლად შეუძლია, ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი - ბიძინა ივანიშვილი

"მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი,"  - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებასა და მის სამომავლო პერსპექტივაზე საუბრისას გადაცემა 20/30-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.  

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, არასწორია, რადგან, მისი შეფასებით, ეს პოსტი ყოფილი პრემიერისთვის "მომხიბლავი არ იქნება".

"თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ, რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს. გარდა ამისა, თუ მას სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში, არამედ სხვა გუნდში, მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი. მას ამის რესურსი გააჩნია და ეს არის ყველაზე საინტერესო," - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მან ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაც შეაფასა და თქვა, რომ მან გადაწყვეტილება დროზე ადრე მიიღო.  

"მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. ჩვენ დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულ პოზიციაზე. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს. შეიძლებოდა ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო," - ამბობს ივანიშვილი. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus