Добавить новость


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„რაც მოხდა მურუსიძესთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა" - გუბაზ სანიკიძე

მთავრობის კენჭისყრამდე საკუთარი მოსაზრებები დეპუტატებმა დააფიქსირეს. ტრიბუნასთან კი ფრაქციების თავმჯდომარეები გავიდნენ.

ეროვნული ფორუმის თავმჯდომარემ ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის მიზეზებზე გაამახვილა.

„ის ვერსია, რომ იქმნება პრეცენდენტი, რომ, პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადმიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არ არის დამაჯერებელი,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ეროვნული ფორუმის ამ წევრის ამ განცხადებას ვიცე სპიკერმა უპასუხა.

„მე ვფიქრობ, არ არის საჭირო შავი ხვრელის ძიება, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ძალიან გულწრფელად განაცხადა მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

სანიკიძე შეეხო ლევან მურუსიძის უვადო მოსასმართლედ დანიშვნასაც.

„რაც მოხდა მურუსიძესთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჩვენი ხელისუფლების. მურუსიძის ვირუსი ჩვენთვის არის ძალიან სახიფათო,“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

უმცირესობამ მმართველ კოალიციას კიდევ ერთხელ შეახსენა შეუსრულებელი დაპირებები.

„მე დღეს გავაკეთე ორი დასკვნა - ერთი, რომ თქვენ სწორად შერჩეული ტონით საუბრობთ და მეორე, თქვენ ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებთ, როგორც ღარიბაშვილი აკეთებდა,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

თავისუფალმა დემოკრატებმა კი ახალ პრემიერს პრობლემების ერთად გადაჭრის გზებზე სასაუბროდ 100 დღის შემდეგ ფრაქციასთან შეხვედრა შესთავაზეს.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკოსებს მადლობა გადაუხადა.

„საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ქვია ჩვენი სამშობლო,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus